DreamWood

ჩვენ ვქმნით მომენტებს, რომლებიც არასოდეს დაგავიწყდება! ეს არის ღამის ზღაპარი ტყეში. მუსიკა, ხელოვნება, ტყის გუგუნი, ბევრი ცეკვა და ადამიანები, რომელთაც უბრალოდ უხარიათ ერთად ყოფნა. აქ თან თამაშობ და თან არ თამაშობ, ცეკვავ ფერად-ფერად ფერებში განათებული ადამიანებისა და ხეების გარემოცვაში. უცებ, საიდანღაც ხეებს შორის მზე გამოაციმციმებს, მიდიხარ სახლში და რაღაცნაირი თბილი და ამოუხსნელად ნოსტალგიური შეგრძნებები მიგყვება... დრიმვუდზე იკვრება მრავალფეროვანი, მელოდიური & ორგანული & ენერგიული House/Techno მუსიკა, ჟანრები, რომლებიც პოპულარულობით სარგებლობენ დასავლეთში, მაგრამ საჭიროებენ პოპულარიზაციას საქართველოში. რაც მთავარია, ეს ჟანრები მართლაც ძალიან კარგად მუშაობენ, რადგან ეხებიან ჩვენს ყველანაირ ემოციას, სიღრმეებს, ნათელ და ბნელ მხარეებს, და ამ ყველაფერთან ერთად არ კარგავს ცეკვის უწყვეტობას და ენერგიულ განვითარებას.

* After-movie of DreamWood Ep.1

ბოლო რელიზი

ვინ ვართ

ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც მოუნდა ზღაბრული გარემო შეექმნა დედამიწაზე, კონკრეტულად საქართველოში, და ეს გაეზიარებინა ბევრი ადამიანისთვის. DreamWood არის 3 in 1 - ფესტივალი ტყეში, ივენთების გუნდი და ჩამწერი ლეიბლი. სამივეს ბაზა არის: მუსიკა, ზღაპრულობა, მელოდიური ჟანრები და რაც მთავარია კულტურული თავისებურებები. ჩვენ ვართ ინტერნაციონალური (GE/UK) გუნდი, არტისტები და ორგანიზატორები: JOE C (UK) DJ და ივენთმენეჯერი მანჩესტერიდან. ის სცენაზე გამოჩნდა 1993 წელს, როდესაც ბრიტანეთში ჯერ კიდევ ჩამოყალიბებას იწყებდა რეივ კულტურა. ჯო ბოლო წლებია საქართველოში ცხოვრობს, ივენთებით სიმრავლითა და პოზიტიური განწყობით აკავშირებს თბილისის ინგლისურენოვან მოსახლეობას. ვისაც გინდა უცხოელს ჰკითხე, ვინ არის "Hey Joe"! DIOSKURIO

DJ და Music Producer საქართველოდან, კეძოდ სოხუმიდან, ამჟამად მოღვაწეობს თბილისში. მან განვლო გრძელი მუსიკალური გზა მრავალხმიანობიდან/ფოლკიდან -> ელექტრონული მუსიკის წარმოებამდე. მისი მისია არის ქართული ელემენტების შეტანა საცეკვაო/საფესტივალო/საკლუბო მუსიკაში და საერთაშორისო მუსიკალურ ბაზარზე ფართო მასებზე გატანა. დიოსკურიოს ყველა შოუ არის ჩვეულებრივი მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც ხდება იმ მომენტში და არასოდეს მეორდება. ილო უბრალოდ ილო, კარგი ადამიანი. დიდი გამოცდილებით სცენების აწყობაში, მათ შორის საერთაშორისო პროექტებში (EU/FR). ის ხელობას უდგება როგორც ხელოვნებას და მის ხელებს შეუძლია სასწაულების ჩატარება, არაფრისგან რაღაცის მიღება.

2ეპიზოდი
45მასპინძლობდა არტისტს
800სტუმარი

პირველად ხარ?

თბილისთან ახლოს არის საიდუმლო სამოთხე - წიწვნარის ტყე 🌲🌲🌲 უამრავი 🍄🍄‍🟫🍄 ადგილზე კემპინგის შესაძლებლობა 🏕️⛺️🏕️ წყაროს ცივი წყალი 💦 არანაირი მუდმივი ნაგებობა და რაც მთავარია, ქალაქის კვალიც კი არ ჩანს! 🚗 დანიშნულების ადგილამდე გზა იდეალურია, ლისის ტბიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე. თუმცა ბოლო მონაკვეთის მთის გზა ნამდვილად თავგადასავლია. 😄

პარტნიორები

Hey Joe EventsCrossroads BarNomad's BarD22 BarLaser LoungeBig Chef

სიახლეები

ყველა სიახლე →