მსოფლიო

AI გამოწვევა: რატომ უნდა დავიცვათ მუსიკა ისე, როგორც ხელნაკეთი ხელოვნება

ხელნაკეთ ნივთებს ყველა სფეროში განსაკუთრებული პრემიუმ ადგილი უჭირავთ. ხელით შექმნილი ინსტრუმენტი, ორიგინალი ნახატი ან შეკვეთით დამზადებული ავეჯი სწორედ იმიტომ ღირს მეტი, რომ ადამიანმა დრო, განზრახვა და შრომა ჩადო უნარის დასაუფლებლად და ნივთის შესაქმნელად. მასობრივად წარმოებული პლასტიკური ნაწარმი კი იაფია მისი არა-უნიკალურობის გამო. ყველა სფეროში - გარდა ციფრული სტრიმინგ პლატფორმებისა. Spotify, Apple Music-სა და Deezer-ზე სიმღერა, რომელზეც არტისტმა სტუდიაში 200 საათი იმუშავა, ყველა სინთ-პაჩი თავად ააწყო, ყველა სიხშირე გამოძერწა და ყველა გადასვლა თავად დაალაგა, ზუსტად იმავე წილობრივ ცენტს იღებს ერთ სტრიმზე, რასაც ნულოვანი ძალისხმევით მიღებული 100% AI-ით გენერირებული ტრეკი, რომელიც სამ წამში, ტექსტური პრომპტით შეიქმნა. თანამედროვე სტრიმინგის ბიზნესმოდელმა უცნაური პარადოქსი შექმნა: ის აქტიურად სჯის ადამიანურ ხელოვნებას.

ფროდაქშენის ილუზია და ხელოვნების რეალობა

პრობლემა ტექნოლოგია არ არის - ელექტრონულმა მუსიკამ ყველა დროში განიცადა ტექნოლოგიური ევოლუცია. სინთეზატორებმა, სემპლერებმა, დრამ-მანქანებმა და ციფრულმა აუდიო სადგურებმა (DAW) შემქმნელებს განზრახვის გამოხატვის ახალი გზები გაუშალა. ზღვარი იქ დაირღვა, სადაც ტექნოლოგიამ ადამიანის ჩართულობა სრულად ჩაანაცვლა. AI მოდელისთვის პრომპტის მიცემა, რომ მთლიანი ტრეკი ან აუდიო სტემები დააგენერიროს - და შემდეგ ექვალაიზერი ან დინამიკური ლიმიტერი დაადო - ეს არ არის „Music Production“. ტრადიციული / ხელნაკეთი მუსიკა: [ განზრახვა ] ➔ [ სინთეზი და ხმის დიზაინი ] ➔ [ კომპოზიცია და არანჟირება ] ➔ [ საბოლოო მიქსინგი და მასტერინგი ] შედეგი: აქტიური შემოქმედებითი პროცესი თავიდან ბოლომდე გენერირება: [ ტექსტური პრომპტი / ხასიათი ] ➔ [ AI ძრავა ] ➔ [ პოსტ-პროცესინგი / მასტერინგი (opt) ] შედეგი: პროდუქტის კურირება სემპლინგი ნიშნავს არსებული აუდიო ფრაგმენტის აღებას და მის აქტიურ დაჭრას, სახეცვლილებას, ტონალობის შეცვლას და ახალ კონტექსტში ჩასმას. გენერაციული სტემების შექმნა კი ნიშნავს, რომ ჰარმონიული და შემოქმედებითი სამუშაო შენს მაგივრად მანქანამ გააკეთოს - ეს არ არის შემოქმედება. აუდიო ფაილის მიქსი, რომელიც არც შენ დაწერე და არანჟირებაც კი არ გაუკეთე, უბრალოდ სხვისი ნამუშევრის დასრულებას ჰგავს. ამგვარად „პროდიუსერი“ საკონვეიერო მუშად გარდაიქმნება, რომელიც უკვე დამზადებულ პროდუქტს აფასოებს.

როგორ იპარავენ „კონტენტ ფერმები“ რეალურ შემოსავალს

რადგან სტრიმინგ პლატფორმები პრო-რატა როიალითის მოდელზე მუშაობენ, ყველა გამოწერის შემოსავალი ერთ დიდ აუზში იკრიბება რეგიონის მიხედვით და ნაწილდება მხოლოდ მთლიანი დაკვრის წილის მიხედვით. ეს მოდელი ავტომატიზებული კონტენტ ფერმებისთვის უზარმაზარ თავისუფლებას ტოვებს - ბოტ-ოპერაციები ყოველდღე ათიათასობით გენერირებულ ამბიენტ, lo-fi ან ფონურ ტრეკს (ძილი, კონცენტრაცია, სწავლა) ტვირთავენ პლატფორმებზე, პასიური პლეილისტები კი ამ ტრეკებს განუწყვეტლივ უკრავენ უყურადღებო მსმენელებისთვის და საბოლოოდ: * შემოსავლის პარვა: ყოველი ერთი დაკრული ასეთი სტრიმი პირდაპირ იპარავს ცენტებს იმ ყულაბიდან, რომელიც არტისტებს ეკუთვნით, იმ არტისტებს, ვინებმაც ცხოვრება ხელოვნებას დაუთმეს. მხატვარს შეუძლია საკუთარ ნახატში იმაზე მეტი მოითხოვოს, ვიდრე ქარხნულად დაბეჭდილი ნახატი ფასობს.. მაგრამ მუსიკოსი, რომელიც AI ბოტის გვერდით სტრიმავს, საკუთარ ნამუშევარში ვერ იღებს მეტ დაფასებას.

გამოსავალი: მუსიკას ისევე მოვექცეთ, როგორც ხელნაკეთ ნივთს

თუ კულტურის დაცვა გვინდა, მაშინ სტრიმინგ პლატფორმებმა და გლობალურმა დისტრიბუტორებმა ერთიანი რეგულაციები უნდა შემოიღონ - ისეთი, როგორიც ფიზიკურ ბაზარზე ხელნაკეთსა და მასობრივ პროდუქტს შორის არსებობს. 1. სავალდებულო წარმომავლობის მეტადატა და გამოკვეთილი ნიშნები დისტრიბუტორებმა და პლატფორმებმა მუსიკის ატვირთვისას უნდა მოითხოვონ დადასტურებული „ციფრული წარმომავლობის ეტიკეტები“ (C2PA, DDEX). მუსიკა უნდა დაიყოს მკაფიო კატეგორიებად: * ხელნაკეთი: მხოლოდ ადამიანური ჩართულობა (DAW, ლაივ ჩანაწერები, იმპროვიზაცია, სხვა "ხელნაკეთი" სემპლების გამოყენება). * AI ჩართულობით: ადამიანის ხელმძღვანელობით შექმნილი კომპოზიციები, სადაც დამხმარე AI ხელსაწყოებია გამოყენებული (სტემების გამოყოფა, ვოკალის დამუშავება, საუნდების შექმნა). * სრულად AI გენერირებული: მუსიკა, რომელიც მთლიანად მანქანის მიერ შეიქმნა, ან მისი სტემები იქნა დაგენერირებული. 2. განცალკევებული სატარიფო სქემა AI-ით გენერირებული ტრეკი არ უნდა შეეჯიბროს კომპოზიტორის ნამუშევარს თანასწორი ფინანსური ტარიფული სქემით. პლატფორმებმა უნდა შემოიღონ ორდონიანი სისტემა: ადამიანური ნამუშევრების დაცული დონე და ცალკე AI ფონური & დამხმარე აუდიოს ქვედა დონე. 3. სინთეზური მუსიკის ამოღება სტრიმინგ პლატფორმების რეკომენდაციებიდან სრულად გენერირებული ტრეკები უნდა გამოირიცხოს ნაგულისხმევი სარედაქციო და ალგორითმული რეკომენდაციებიდან - გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი თავად ჩართავს „AI ფონურ რეჟიმს“.

რეალური ყოფნის დაბრუნება

სანამ სტრიმინგ პლატფორმები ამ ხარვეზებს არ გამოასწორებენ, ნამდვილი მუსიკა იქაა, სადაც მანქანას კონკურენცია არ შეუძლია: ცოცხალი შესრულება და კონცერტები. ალგორითმს შეუძლია სინთ-დროპის სტატისტიკური ალბათობის სიმულაცია, მაგრამ არ შეუძლია გაიგოს კლუბის ქრაუდის ენერგია დილის 3 საათზე. ვერ დადგება ცოცხლად, ვერ უპასუხებს აუდიტორიას და ვერ ააშენებს ნამდვილ საზოგადოებას. მუსიკა არ არის უბრალოდ „კონტენტი“ სივრცეების ამოსავსებად - ეს ემოციური კავშირია ადამიანებს შორის. დროა მუსიკალურმა პლატფორმებმა შესაბამისად დააფასონ ხელოვნება!

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე →